пятница, 11 августа 2023 г.

ჩემს შესახებ

     მე გახლავართ მანონი იურას ასული შონია. დავიბადე 1966 წლის 24 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში. 1983 წელს დავამთავრე ფახულანის საშუალო სკოლის სრული კურსი. იმავე წელს მუშაობა დავიწყე მშობლიურ სკოლაში მუსიკის შემსწავლელი წრის ხელმძღვანელად. ერთმა სასწავლო წელმა მიმახვედრა რომ პედაგოგობა ჩემი მოწოდებაა. 1984 წელს ჩავირიცხე ქუთაისის მაშინ ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სპეციალობით რუსული ენა და ლიტერატურა ეროვნულ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე სსიპ აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციალიტეტის ჩქვალერის საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. ამ სკოლაში ვმუშაობ დღემდე. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ვარ სერთიფიცირებული 2011 წლიდან. რეგულარულად ვეცნობი სიახლეებს განათლების სისტემაში. არ არსებობს ტრენინგ მოდული რომლის გავლაზე უარი მეთქვას. ძალიან მიყვარს ტექნოლოგიები. ვიცნობ უამრავ პროგრამას. ვცდილობ ისინი მოვარგო ჩემს გაკვეთილებს. 2019 წლიდან ვარ წამყვანი მასწავლებელი. წინსვლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. სიახლეების გარეშე არ მგონია პედაგოგი ძლიერი იყოს. ერთ ადგილს არ უნდა ტკეპნიდეს პედაგოგი. მყავს  ვაჟი რომელიც ამჟამად ფოთის პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" სტუდენტია და მის უსაყვარლეს პროფესიას ეუფლება.  

ჩემს შესახებ

       მე გახლავართ მანონი იურას ასული შონია. დავიბადე 1966 წლის 24 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში. 1983 წელს დავამთავრე ფახუ...